უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა. ნინო ქადაგიძე საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარდგება.
მოსამართლის ხედვას კომიტეტის სხდომაზე მოისმენენ. უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის დამტკიცების პროცედურა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება. ნინო ქადაგიძეს 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად იუსტიის უმაღლესმა საბჭომ 12 ხმით ნინო ქადაგიძე 12 მარტს დაამტკიცა.
კომენტარები