9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ამ ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. ომის ვეტერანები წელს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (ე.წ. კიკვიძის პარკში) შეიკრიბებიან. ადგილზე მივლენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მელიტონ ქანთარიას ბიუსტს ყვავილებით შეამკობენ.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
კომენტარები