ირაკლი ფიფია სოციალურ ქსელში წერს:
,,დღეს პოლიციამ 5000-იანი ჯარიმა ჩამაბარა…
ჩამაბარა რადგან შენ ჩემ გვერდით დგომა გიტყდება…
შენ თვლი, რომ კლავიატურასთან წკაპუნი სამშობლოს დაცვაა, ან სულაც ამდენი ნეგატივი მოგბეზრდა და ახლა “დეტოქსი” გჭირდება. ჯარიმის დაწერაზე მძიმე ისაა, რომ ჩემი ქვეყანა მე კანონდამრღვევად მთვლის (!) მეუბნება, რომ უსამართლობის გამო ხმის ამოღებისთვის, ტვინის შერყევამდე მცემს, დამაჯარიმებს, დამამცირებს და თუ სილა გავაწანი პოლიციას ციხეშიც ჩამსვამს 7 წლით…
დღეს პოლიციის ჯარიმა ჩამბარდა.
საბედნიეროდ დღეს ყველაზე მეტად ვხვდები ვინაა მეგობარი და ვინ გარემოებათა შედეგი. ყველაფერს ვიზამ, რომ გარემოებების შედეგები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მცირე როლს თამაშობდნენ. ხოლო მთელი ჩემი დრო დაეთმოს იმ ადამიანებს, ვინც ამ რთულ დროს გვერდით მიდგას უკვე რამოდენიმე თვეა და ესმის ჩემი ნააზრევი. ამ რეჟიმს დავასრულებთ, ეს დღეს კიდევ უფრო ცხადია. განყოფილებაში მისულს პოლიციელი გოგონა ჩემი მეგობრის ნაჩუქარ პინზე მეუბნებოდა რა მაგარი რამეა მეც მინდა მქონდეს და ვატაროო. ვუთხარი, სად შეეძინა და აწითლებულმა ჩუმად მადლობა მითხრა. მის გვერდით მჯდომი მეორე გოგო კი მალ-მალე გამომხედავდა და ისე მიღიმოდა, რომ აშკარად თვალებით ცდილობდა თანაგრძნობის გამოხატვას. როცა საუბარი გავაბით ორივე სრული დაინტერესებით მისმენდნენ და ჩემს სულელურ “ნერდ” ხუმრობებზე გულღიად იცინოდნენ.
მოკლედ, პოლიციაში არიან ჯანსაღი მოაზროვნეები. საჭიროა რომ ჯიუტად არ შეგვეშინდეს და ვანახოთ რომ კაცები და ქართველობის დამცველები დღეს აქციაზე ვდგავართ, გდდ-ში და პოლიციაში კი უხერხემლო და უსახო მასაა, რომელსაც მათი უფროსი დამოუკიდებელი აზრის ყოველი გამოხატვისას ტრაკში ხმარებით ემუქრება (ჰო, ეგეც გავიგეთ ხარება, შენი პრეფერენციები შენთვის შეინახე!)
ჩემს ადვოკატს უკვე ვესაუბრე. ღმერთო მადლობა ასეთი მაგარი “ადვოკატი თამარი” მყავს, მადლობა ყველას ვინც უმცირეს დროში სამოქალაქო საზოგადოება შევქმენით. ადვოკატთან ერთად უკვე დავგეგმეთ გასაჩივრება, სავარაუდოდ რამოდენიმე სარჩელს შევიტანთ, ჩემს საქმეზე და საპასუხო სარჩელი. ვიცი რომ ძნელია მურუსიძის სასამართლოში რამის გასაჩივრება, მაგრამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
წინ წარმატებული 2025 გველის ქოცობისგან ქვეყნის წმენდის წელი. ქოცობა სახადია და ეს უნდა დასრულდეს. ასევე დროა ავიცრათ, რომ მსგავსი რეჟიმები საქართველოში აღარ გვეყრებოდეს.”
კომენტარები