დღეს, 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “სამოქალაქო თავდადებისთვის” დათა ვანიშვილის დააჯილდოებს. ღონისძიება ორბელიანების სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება.
“ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს მოწვეულ სტუმრებს და დათა ვანიშვილს (სიკვდილის შემდეგ) მედლით “სამოქალაქო თავდადებისათვის” დააჯილდოებს. სახელმწიფო ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახს გადაეცემა” – წერია პრესსამსახურის განცხადებაში.
სოფელ ხურვალეთში, ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. დათა პაპა ბოლო თვეების განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
კომენტარები