საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს.
დღეს შესრულდება მორიგი ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან. ამ რეისით სამშობლოში დაბრუნდება 180-მდე ადამიანი. მათ შორის არასრულწლოვნები, ხანდაზმულები და მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.
მგზავრები საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაივლიან 14 დღიან საკარანტინო პერიოდს. 19 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 919 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, დაბრუნდა 12 400 მოქალაქე.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული მორიგი ავიარეისი 22 მაისს რომიდან შესრულდება.
კომენტარები