დღეს საკოორდინაციო საბჭო რეგულაციების განახლებაზე იმსჯელებს. მანამდე კი, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ შეზღუდვების დაწესების განხილვა დღის წესრიგში არ დგას.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მორიგ ე.წ „ლოკდაუნს“ ნეგატიური ეფექტი ექნება ეკონომიკაზე, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭო აქამდე ნაცნობ რეგულაციებს აღადგენს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვები შესაძლოა ხალხმრავალ შეკრებებს შეეხოს. რთულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტმაც. ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 447 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 400 616, გარდაიცვალა 6 084 პაციენტი.
კომენტარები