დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გაგრძელდება.
პროცესზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძე მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს.
შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა გასული წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
კომენტარები