საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს მადრიდიდან დაბრუნდებიან. მთავრობა სამშობლოში მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგით, მომდევნო რეისების გრაფიკი ასეთია: 1 მაისი – ვენა-თბილისი, 2 მაისი – პრაღა-თბილისი, 5 მაისი – ათენი-თბილისი, 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი, 9 მაისი – ბერლინი-თბილისი. საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია ჯორჯიან ეარვეისი ასრულებს. ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი 199 ევროა.
29 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს უცხოეთში მყოფ 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით დაგეგმილი რეისებით, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,563 მოქალაქე.
კომენტარები