ინდოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით, Vande Bharat Mission-ის პროგრამის ფარგლებში დღეს დელი-თბილისი-დელის ავიარეისით დაბრუნდებიან.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და კოორდინაციით, 2020 წლის 27 მაისს, ავიაკომპანია Air India-ს რეისით სამშობლოს დაბრუნდება 15 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, საქართველოში გამოფრინდება ინდოეთში მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის 18 მოქალაქეც.
კომენტარები