გერმანიაში მცხოვრები, ქართველი ექიმი, ირაგო ფრანგიშვილი, წერს:
“ამერიკის, გერმანიის და ბევრი დასავლური ქვეყნის ჯანდაცვამ ცალსახად განაცხადა
,,ეს ახალი ტალღა გახლავთ აუცრელების ტალღაო,,
გუშინწინ დიდი აჟიოტაჟი იყო გერმანიაში, რობერტ კოხის ინსტიტუტმა არ დაიწყო იმ სტატისტიკის გამოქვეყნება, რასაც დაგვპირდა, თუ რამდენი აცრილია ინტენსიურში და რამდენი აუცრელი, როგორია ახლადინფიცირებულტა გადანაწილება
Datenlücke im Register – wie viele schwere Covid-19-Fälle sind geimpft?
აი ამ ინფორმაციით მიმართა მედიასივრცემ საზოგადოებას.
თუმცა, ეს სტატისტიკა ჯერაც არ არის დადებული.
იქ, სადაც მე ვკონსულტირებ კლინიკას, დაახლოებით 70% აუცრელია, თუმცა, ეს სულ 14 პაციენტზეა საუბარი მთლიანად და რათქმაუნდა არაა რეპრეზენტატული.
ადამიანური ლოგიკიდან და აცრილ კოვიდინფიცირებულებზე დაკვირვებით, სავარაუდოდ ასეა, რომ ინტენსიურში მოხვედრილთა 80% მდე მაინც დასავლეთში აუცრელია.
აცრით საგრძნობლად ამცირებ გართულების ალბათობას.
ეს ფაქტია და ამაზე დავა არის ბრალოდ სიჯიუტე.
აცრილი საკუთარ თავს არგებს.
ფაქტია.
აუცრელების პრობლემა აქვს ბევრ სახვა ქვეყანასაც და აქ და ახლა, დიახ და ახლაა სწორედაც რომ ამისი დრო და მომენტი, რომ გარდაცვლილთა რაოდენობას სულ სხვა თვალით უნდა შევხედოთ.
ანუ
დასავლეთშიც და საქართველოშიც ინტესიურ განყოფილებებში 80%ით მსგავს პაციენტებს უვლიან.
საქართველოში კი, აშშ სთან შედარებით და მოსახლეობაზე გადაანგარიშებით ინტენსიურ განყოფილებებიდან 7 ჯერ მეტი პაციენტი ვერ აღწევს თავს.
დღეს და სწორედაც რომ დღეს არის აუცილებელი ვისაუბროთ
არა მძიმე პაციენტის მართვაზე, რომელსაც მერე ყველაფერი უნდა მისცე და იძულებით სიტუაციაში ხარ ექიმი,
ჩვენ უნდა ვისაუბროთ დაბალსიმპტომიანების მართვაზე, დამძიმებაზე, ჰოსპიტალიზაციაზე
და ინტუბაციამდე მისვლის გზის ყველა უმცირესი მონაკვეთი უნდა გაანალიზდეს.
ყურადღება აცრაზე, აუცილებელია და კარგია,
ოღონდაც, ამ მართვის თემის სრული და 100%ით უგულებელყოფა არის დამღუპველიყოვ.
ყოველდღე შეგიძლია არაერთი სისცოცხლე იხსნა,
აი დღეს და ამავე წუთში იხსნა ადამიანის სიცოცხლე.
აცრას ესაჭიროება დრო, ასაცრელი ვაქცინა, აცრის ექვიქმენტი და სურვილი
ეს ასე სწრაფად არ ხდება და ვერც მოხერხდება,
დღეს ვერ აუცრი 2 მილიონ ადამიანს.
მაგრამ დღეს შეგიძლია გადაარჩინო რამდენიმე ათეული ადამიანი იმით, რომ ისაუბრებ ავადმყოფის მართვაზე და ამ პრობლემას დააყენებ დღის წესრიგის უპირველეს საფეხურზე.
თუკი აცრა გვიცავს და იცავს მძიმე გართულებებისაგან,
მაშინ ყველა მსურველი თუ აცრილია, ჯანდაცვას უკვე არ შეუძლია სრული პასუხისმგებლობის აღება იმათზე, ვისაც არ სურდა და არ აიცრა.
თუკი არსებობს ძალიან ბევრი აცრის მსურველი და არაა ვაქცინა, ეს პრობლემაც გადასაწყვეტია,
თუკი არსებობს დიდი რაოდენობით ვაქცინა, ყველა მსურველი აცრილია და ჯანდაცვის სისტემა აუცრელობის გამო კოლაფსშია,
მაშინ ეს უნდა ითქვას აშკარად და ადამიანებს მივუთითოთ, რომ სავსებით შეგნებით ირჩევენ ამ რისკის გზას და აქ ჯანდაცვის სისტემა უძლური იქნება, მოემსახუროს მთელი რესურსით ადამიანებს.
ყველა ეს თემა არის დროისა და დისკუსიების მომცველი და ვერ გადაწყდება სწრაფად.
აცრის მსურველის აცრა, თუკი გაქვს ვაქცინა და ამცრელი, გადაწყდება სწრაფად.
სხვა საკითხი კი აცრასთან დაკავშირებით კი მოითხოვს დროს, გვინდა თუ არა, ეს ასეა.
ამ სხვა საკითხში ჩართულია მოსახლეობა, ასიათასობით ინდივიდი და ამას უნდა დრო.
დიდი დრო, გინდაც მყისიერად ყველა არაცრილმა აცრა მოისურვოს.
ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მყისიერად და აი ამ წამიდანვე შეგიძლია მიხედო, ეს გახლავთ
ვირუსით ინფიცირებულის მართვის თემა.
ამ თემაზე კი საქართველოში სამარისებური სიჩუმეა.
აი ეს არ მესმის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც სანადიროდ დასდევენ ანტივაქსერად წოდებულებს.
ეს მიდგომა არის დამღუპველი და ყოველდღიურად ადამიანთა სიცოცხლეს ითხოვს მსხვერპლად.
გერმანულში არსებობს ასეთი გამოთქმა, ხმაურიანი დუმილი და ასხავს იმ სიტუაციას, როცა უმნიშვნელოვანესზე დუმხარ და სამაგიეროდ ყველაფერ სხვაზე ხმამაღალი საუბრით აყრუებ ადამიანებს.”
კომენტარები