,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სათაო ოფისში არსებულ შეხვედრების ოთახებს სახელები დაერქვათ. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა გამოაქვეყნა.
ის წერს, რომ ოთახებს დაერთქვათ სოხუმი, პრაღა და სოფია.
,,ალია“ ავთო დვალიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ იდეა რამდენიმე ხნის წინ გაჩნდა და მალევე განახორციელდა.
მისი თქმით, თანამშრომლებს იდეა ისე მოეწონათ, რომ კომპანიაში უკვე ასე საუბრობენ: – დღეს შეხვედრა მაქვს სოხუმში, ხვალ პრაღაში, ზეგ სოფიაში და ა.შ.
სოხუმი გასაგებია, მაგრამ რატომ პრაღა და სოფია?
ავთო დვალიშვილი ამბობს, რომ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სათაო ოფისი კი თბილისშია, მაგრამ “დედა” კომპანია, ,ენერგო-პროს“ სათაო ოფისი პრაღაშია, ის სრულად ჩეხური კომპანიაა.
ბულგარეთში კი კომპანია საკმაოდ აქტიურადაა წარმოდგენილი და ამიტომ შეხვედრების ერთ-ერთ ოთახს სოფია დაერქვა.
კომენტარები