დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:
“ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილსს დღეს აქვს, როგორც ჩანს, პანიკური შიში, რომ მას მართლაც დაუწესდება სანქციები დასავლეთის მხრიდან და გუშინ კობახიძემ დაასახელა ფაქტობრივად, რას ითხოვს ქართული ოცნება ამერიკული მხრიდან: საჯაროდ დააფიქსირონ, რომ ივანიშვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს შანტაჟი, ვაჭრობა და ყველას გვესმის, რომ სუბარის დღევანდელი წერილის ბიძინა ივანიშვილის ნაკარნახევია, სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ ბიძინა ივანიშვილი, თავის ჭკუით, ფიქრობს, რომ ამითი ზეწოლას ახორციელებს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორზე. მეორე მხრივ, თავისი მოკავშირე, ღარიბაშვილი ჰყავს გამწესებული პრემიერ–მინისტრად, რომელიც საუბრობს ამ ურთიერთობის განმტკიცების შესაძლებლობაზე.
ეს კლოუნადა დამთავრდება ერთადერთი რამით… დღეს შემიძლია ზუსტად გითხრათ, ვაშინგტონიდან დავბრუნდი და განადგურებულია ქართული ოცნების იმიჯი ვაშინგტონში, არანაირი ოლუზიები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ივანიშვილი, ვინ არის ღარიბაშვილი, როგორ მართავენ ამ ქვეყნას და რა მიზნებით, ეს ყველაფერი უფრო განამტკიცებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების განწყობას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, დასავლეთი და ქართველი ხალხიც ვერ განახორციელებს თავის სტრატეგიულ ამოცანებს ჩვენ ქვეყანაში.”
კომენტარები