“არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს” – დღეს, თავისუფლების მოედანზე, ჯგუფი “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები შეკრებას 18:00 საათზე დაიწყებენ. ორგანიზატორების თქმით, დაგეგმილია მსვლელობაც.
“უმნიშვნელოვანესია, რომ ახლა ადამიანები იყვნენ გაერთიანებულები, ზუსტად ისე, როგორც ჯგუფში არიან იმიტომ, რომ ჯგუფში იგრძნობა ეს ერთიანობა. ძალიან გვინდა, რომ ადამიანებს ისევ დავაჯეროთ, რომ მათ ხელში არის ყველაფერი. მართლა, ყოველი ერთი მოქალაქის ხელში არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. შევიკრიბებით 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და მერე გვექნება მსვლელობა, დანარჩენ დეტალებს ადგილზევე ვიტყვით,” – ამბობს ნენსი ვოლანდი, ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელი.
“დაიტოვეს” ორგანიზებულ აქციას სტუდენტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან ერთად პროევროპული ოპოზიციური პარტიები, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველო” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, უერთდებიან.
კომენტარები