ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის გადანაწილებას ეპარქიებსა და ეკლესიებში საპატრიარქო უზრუნველყოფს.
„დღეს თბილისში ჩამობრძანდება ცეცხლი და შემდგომ ყველა ეპარქიაში გადანაწილდება. ტექნიკურად ამას მოვიფიქრებთ და ისე გავაკეთებთ, რომ არ დავარღვიოთ კანონი და წესი და ისე მოვახერხოთ ყველა ეპარქიაში, ხოლო ეპარქიებიდან ეკლესია-მონასტრებში გადანაწილება. ამის ორგანიზებას საპატრიარქო გააკეთებს”, – აღნიშნა მეუფემ.
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი საქართველოს დროით, 14:51 საათზე გადმოვიდა.
კომენტარები