ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:
“თითქმის 4 წელია მაჩალიკაშვილები, პანკისის ხეობა და სრულიად საქართველო ელის სამართლიანობის აღსრულებას თემირლანის საქმეზე.
სამწუხაროდ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ საქმე არ ყოფილიყო ობიექტურად გამოძიებული, ჩაფარცხულიყო, სიმართლე საზოგადოებისთვის დაემალა და დამნაშავე არ დაესაჯა.
მოვა დრო სახელმწიფო იტყვის თავის სიტყვას ამ ყველაფერზე.
სამართლიანობას ვუსურვებ მაჩალიკაშვილების ოჯახს!
დღეს თემირლანი 23 წლის გახდებოდა.”
კომენტარები