სოციალურ ქსელში მოდულირებული წერილები ვრცელდება.
წერილების მიზანია, ადამიანებს აჩვენონ, რომ რეალურად ძალიან დიდია კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლი.
გიორგი კალატოზიშვილი, პიარტექნოლოგი:
“დღეს ტიპმა 38 ადამიანი მოკლა! პოლიციამ იცის, ვინც არის, ამოცნობა არ უჭირთ, მაგრამ ვერ აკავებენ – გარბის და თავს აფარებს ვიღაც ადამიანებს, რომლებსაც არ ჯერათ იმისი, რომ ამან მოკლა და ჯიუტად იმეორებენ – ეგ არ იზამდა! შანსიი არაა! იგონებთო! ამიტომ ხვალ უფრო მეტს მოკლავს! დარწმუნებულია, რომ “გააპრავებენ”! დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში!
არ გამოვა ჩემგან მწერალი, მაგრამ ამას ჰგავს ქვეყანაში არსებული ვითარება – კოვიდი, დაღუპული ადამიანები და ანტივაქსერები. მადლობა ინსპირაციისთვის Telara Gelantia
აიცერი
ვაქცინაგიცავს
გულგრილობაკლავს”
ჟურნალისტი, თელარა გელანტია:
“დღეს “მარშუტკა” გადავარდა ხრამში და 38 ადამიანი მოკვდა. გუშინაც მოკვდა 38 ადამიანი, იმავე ადგილას…
დაიზაფრეთ ხომ?… ავარიით ან ხანძრით სიკვდილი გვზაფრავს და კოვიდით რომ იხოცება ხალხი და ჩვენ აცრაც გვაშინებს, თან არა იმიტომ რომ წავიკითხეთ ყველა კვლევა ორიგინალში და ამიტომ ეჭვი შევიტანეთ.. არა – ბრიყვებს ვუსმენთ და პროფესიონალებს – ნაკლებად. სირცხვილია.
აიცერი
წერტილი
P.S. გუშინ ჩემს ფრენდს ჰქონდა ასე პოსტი დაწყებული და მეც ისე დავიზაფრე … თითქოს ყოველდღე არ კვდებოდეს 30-38 კაცი.. თითქოს მხოლოდ სტატისტიკაა
კომენტარები