დღეს იაპონიაში ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეა. საქართველომ ტოკიოში უკვე სპორტის 11-ვე სახეობაში იასპარეზა და საბოლოო შედეგიც ცნობილია.
ისტორიაში პირველად, ქართულმა წარმომადგენლობამ ოლიმპიადაზე 8 მედალი მოიპოვა და ქვეყანა 30 საუკეთესოს შორისაა.
საქართველოს ანგარიშზე 2 ოქრო, 5 ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა.
ოქრო – ლაშა ბექაური, ლაშა ტალახაძე;
ვერცხლი – ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, იაკობ ქაჯაია, გენო პეტრიაშვილი;
ბრინჯაო – ანტონ პლესნოი.
ოლიმპიადის დღევანდელი გამომსვლელები იხილეთ ამ ბმულზე.
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობდა სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 23 ივლისიდან იმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებდა, ერთ მილიონ ლარს მიიღებდა.
კომენტარები