ჟენევის მოლაპარაკებების თანათავჯდომარეები დღეს ცხინვალში ჩავლენ. ამჯერად იგეგმება ჟენევის მოლაპარაკებების მანდატთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობა, მათ შორის გამყოფ ხაზთან შექმნილ მიმდინარე ვითარებაზე. ისინი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან ერთად გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიის საკითხზე იმსჯელებენ. ეს იქნება პირველი არაგეგმიური შეხვედრა. როგორც წესი, დიპლომატები ცხინვალში ჟენევის დისკურსიების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის განსახილველად ჩადიან.
კომენტარები