სასოწარკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში, მიხეილ თვალიაშვილი, წერს:
“დღეს, ვიყავი შესული “ორ ნაბიჯში” და რა ვნახე, ერთი ხანში შესული ქალბატონი, იატაკს წმენდდა, ის ბინძური, ქაფიანი ტილო, ვედროში ჩაწურა, გამოადინა საშინლად შავი წყალი, მერე მივიდა, სხვა და სხვა პროდუქტებს, ის ხელები მოკიდა ისე, რომ არც დაუბანია, შეასწორა ვითომ, მერე მივიდა სალაროსთან და მომხმარებლის პროდიქტის გატარება დაიწყო, მათ შორის პურის და ზოგიერთი სახეობის შეუფუთავი ცომეულის. ეს მხოლოდ იმ არაჰიგიენური ქალბატონის ბრალი კი არა, ქსელის მენეჯმენტის დამსახურებაა უმეტეს წილად, ვინაიდან, თითოეული მათი თანამშრომელი, მოლარეც არის, კონსულტანტიც და დამლაგებელიც, მათ შორის სველი წერტილების. ვეღარ მივეცი შენიშვნა, მომერიდა, დედაჩემზე უფროსი იქნებოდა ასაკით. ვის უნდა მოვთხოვოთ, სად უნდა მოვითხოვოთ, ვისთან უნდა გავასაჩივროთ ეს უმსგავსობა, როცა ქვეყანას პატრონი აღარ ყავს. ესეიგი, რა გამოდის, ფულს ვიხდით, დაბინძურებულ, ბაქტერიებით სავსე პროდიქტში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს? სამწუხაროდ, ამას არავინ აკონტროლებს! რაც საქართველოში ხდება, ასეთი უმსგავსოება და საკუთარი ერის სიძულვილი, არცერთ ქვეყანაში არ ხდება და არც გამიგია, რომ მომხდარიყო. ისეა ჩვენი საქმე, ურემი თვითონ მიგორავს, ერთეულები მდიდრდებიან, ხალხის ხარჯზე, ხალხი ღატაკდება და როდის გადავიჩრხებით ამ ურმიანად უფსკრულში, ღმერთმა იცის მხოლოდ. ეს ყველაფერი კი, იცით რისი ბრალია? რისი და დუმილის, მარადიული დუმილის, რომელსაც ბოლო არ უჩანს!”
თუ კომპანია გააკეთებს კომენტარს, მასალა განახლდება.
კომენტარები