ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი წერეთელი სოციალურ ქსელში წერს:
“შეპირებული პოსტი დაიდო…
არჩევნებში კანონზომიერად დამარცხებული და ქართველი ერის უმრავლესობით უარყოფილი ოპოზიცია გაყალბებაზე რომ აყაყანდა გეკითხებით ყველას? – უტყუარი ფაქტებით დაადასტურებს კენჭისყრის შედეგების ფალსიფიცირებას? დღევანდელი ხელისუფლების კეთილსინდისიერებაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ რაც დავინახე მგონია და ალბათ დამაჯერებელიცაა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებამ ამ არჩევნებშიც კიდევ ერთხელ ლოგიკურად და კანონზომიერად დაამარცხა. ამ მოცემულობის უარყოფა დადასტურდება მხოლოდ გრანდიოზულად მრავალრიცხოვანი უწყვეტი და პერმანენტული საპროტესტო დემონსტრაციების ჩატარებით. ფაქტია ისიც, რომ არჩევნების გარდა ხელისუფლებამ ოპოზიციას ქუჩაში გამოყვანილი ხალხის რაოდენობითაც შეუდარებლად აჯობა.
ამ ეტაპზე საქართველოს ჰაერივით სჭირდება მშვიდობა,სტაბილიზაცია და საერთო ეროვნული მოღონიერება,მით უფრო ევროატლანტიკური და თავისუფალი დასავლეთის ცივილიზაციისკენ შეუქცევადად მიმავალი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ოღონდ არა მაინცდამაინც ახლა, არამედ 1924 წელს, ობიექტურად და ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებით.
მამუკა ხაზარაძის პრორევოლუციური აღტყინება ძალიან საეჭვოდ და არაკეთილსინდისიერად გამოიყურება, მით უფრო ბოროტ ნაცებთან ჩახუტება გადაფსკვნის და მისი არჩევნებში სასტიკი დამარცხების ფონზე. არ გამოვრიცხავ და დასაშვებია, თუმც დოკუმენტურად ამჯერად ვერ ვასაბუთებ, რომ რუსეთის დამპალი იმპერიის ფარული ინსპირაციითა და არალეგიტიმური ხელშეწყობით, აშკარად აჟიტირებულ, პერმანენტული დამარცხებების შედეგად გამწარებულ,ნერვებმოშლილ და კეთილგონიერების დაკარგვამდე მიყვანილ ოპოზიციას, რომელთა შორის რუსული აგენტურაც ალბათობით იბოგინებს, დამანგრველი სისხლისღვრისკენ და დესტრუქციული,ანტიდემოკრატიული არევდარევისკენ მიყავდეს უძლიერეს ევროატლანტიკურ სამხედრო-სტრატეგიულ სივრცესა და დასავლურ ცივილიზაციაში საშვილთაშვილო დამკვიდრებისკენ სტაბილურად და გარანტირებულად მიმავალი დამოუკიდებელი საქართველო. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ჩანს აშშ სა და ნატოს დადასტურებული სურვილი და მისწრაფება არსებული ხელისუფლების სასწრაფო და დაუყოვნებელი შეცვლის მიმართულებით. ოპოზიციურ პროცესებს არც აშშ და არც ნატო ამჟამად ნამდვილად არ მართავს ხელისუფლების წინააღმდეგ.
მიმაჩნია რომ საქართველოს ეროვნული თავისუფლების,დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის, აშშ- სა და ნატოს ყოველგვარი ,იოტისოდენა დათმობის გარეშე და პირიქით ამ ფასეულებათა და ორიენტირთა გაძლიერებით უნდა განვამტკიცოთ სიმშვიდე,სტაბილიზაცია და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ღირსეულად მოვემზადოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,რომელშიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ვეღარ უნდა გაიმარჯვოს. სწორედ ამიტომ დღევანდელი ეშმაკისეული ოპოზიცია აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოს ღირსეულმა და ძლიერმა ჭეშმარიტად ეროვნულმა და დემოკრატიულმა ძალამ, ისევ და ისევ დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ! დიდება დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება ქართველ ერს! დიდება უზენაეს ღმერთს!”
კომენტარები