საქართველოში კრიმინალის კლების ტენდენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საუბრობს. ის ამ ფაქტს, პოლიციელთა განსაკუთრებულ მობილიზებას უკავშირებს.
„მე ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და გაორმაგებულია პოლიციელთა რაოდენობა.
დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება. ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება“,- განაცხადა გომელაურმა.
გუშინ საღამოს, შს მინისტრი მარნეულის მუნიციპალიტეტთან არსებულ ბლოკპოსტთან იმყოფებოდა. მან ადგილზე საკარანტინო რეჟიმის აღსრულებაზე მომუშავე პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ის ვრცლად ესაუბრა.
კომენტარები