ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:
“დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.
ჩემი შვილებს სამების ტაძარში სანთლები აქვთ დანთებული. წელს დენდროპარკში წავიყვან აუცილებლად და თუ სკოლაში კარგად ისწავლეს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარებენ.
ყველაზე საშინელი თვისება უმადურობაა. ხშირად მესმის ირონიულად ნათქვამი ფრაზა “მიშა მოგვაცილაო”.
დიახ მოგვაცილა. თუ არ გჯერათ დაგუგლეთ სად არის ახლა და ნახავთ. ჩართეთ ტელევიზორები ე.წ. კრიტიკულ არხებზე და ნახავთ. ჰოდა ცოტა ხელი ჩვენც უნდა გავანძრიოთ.
არ ვზომავ იმ საქმეებს რაც იმ კაცმა თავის სამშობლოს გაუკეთა იმ ფულით, რაც უამრავი სიკეთის გაკეთებაში გადაიხადა.
ვზომავ სიყვარულით და იმ უანგარობით, რაც დიდ სიყვარულს თან ახლავს.
პირადად არ ვიცნობ. ერთხელ მყავს ნანახი და ვულოცავ. გულით ვულოცავ და იმ ბედნიერებას ვუსურვებ, რომელიც ასეთ ადამიანს ეკუთვნის.”
კომენტარები