„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, არათუ ხელის ჩამორთმევას, ხელზე კოცნასაც არ ერიდებოდა, დღეს პარლამენტი პირბადით გამოცხადდა.
დეპუტატის განმარტებით, მას საზღვარგარეთ არ უმოგზაურია და პირბადეს სხვების დაცვის მიზნით იკეთებს:
„იტალიაში არ ვყოფილვარ, უბრალოდ დამახველა. ეს პირადი დაცვის საკითხია, ჩემი საკუთარი თავის კი არა ჩემგან სხვისი დაცვის. არსად მიმოგზაურია, სახლიდან, კლინიკიდან გამოვედი და დავახველე.
იმაზე კარგი რჩევები, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაძლევს და ჩვენი მეცნიერებიც, ეს არის პირადი ჰიგიენა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავიცვათ დისტანცია, რადგან ვირუსი წვეთით ვრცელდება, გამოვლენის შემთხვევაში, ან რისკის ზონაში ყოფნის პირობებში, როდესაც ჩამოდიხარ უნდა მოერიდო და თვითიზოლაციაში იყო, ეს ის რეკომენდაციებია, რომელიც ძნელი არ არის.
ერთმა ტელევიზიამ მითხრა, თქვენო ერთსო ხელზე კოცნით, ერთსო მუშტით მიესალმეთო. მე ვუთხარი, დიახ ხელზე ვაკოცე და ასე არ მოიქცეთ, და ასე მოიქეცით. აქედანაც კი სარგებელი მივიღოთ“
არ ვიცით, რა სარგებელზე მიგვანიშნებს ლადო კახაძე, მაგრამ ფაქტია, “ქართულმა ოცნებამ” ის ისე კარგად “აღჭურვა”, რომ ვეღარავის აკოცებს, თორემ, აბა, როგორც პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და თავად ჯანდცვის მინისტრი გვეუბნებიან, მთავარი პირბადე სულაც არ ყოფილა და იმას უნდა ეკეთოს, ვისაც ვირუსი აქვს და არა ჯანმრთელს.
ხოდა, ბატონო ლადო, ჯანმრთელს გიკეთიათ პირბადე, ამ დეფიციტის დროს და რა ხდება – გვახარბებთ?
ალია
კომენტარები