ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:
“დიახ, მე მიყვარს ,,ქართული ოცნება”, გაბრაზება სხვაა და სიყვარული კიდევ სიყვარულია…
როგორ შეიძლება არ მიყვარდეს, როდესაც სიტყვები ,,ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს”, გავიგონე ამ ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს იმხელა ბედნიერებაა ადვოკატისთვის, რომელსაც არ შეედრება არაფერი. ვისაც არ უნახავს თავისუფლების მოპოვებით აღშფოთებული თვალები, ის ვერ მიხვდება მე რაზე ვსაუბრობ, მას არც ღმერთი უნახავს, უსაზღვროდ ბედნერი თვალებით….
ქრისტე თუ არ გიყვარს, თუ ვერ აანალიზებ რატომ მოკვდა ის მსჯავრდებულის სტატუსით ჯვარზე, რამხელა ცოდვა დაიდო კაცობრიობამ ბრალდებული ღმერთის ცემა-წამებისთვის და საერთოდ ამით ღმერთმა რა გვითხრა, ვერ მიხვდება ის მე რატომ მიყვარს ,,ქართული ოცნება”.
ჩემს ცნობიერში მათ ღმერთი გადაარჩინეს. ჩვენ ხომ ყველანი ჩვენს იდეებს ვემსახურებით და ზოგჯერ ვემონებით კიდეც…..
როგორ შეიძლება არ მიყვარდეს? კოვიდ-პანდემიის დროს, რა თანხები გაიხარჯა თუ სასტუმროებში ხალხის გამოკვებისთვის, უფასო მკურნალობა, კომპენსაციების გაცემა.
პირველად ჩამერიცხა თანხა იმის გამო, რომ ვისვენებდი, არა მუშაობისთვის, არამედ დასვენებისთვის, როგორ დავივიწყებ ამას.
ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, სანათესაოსთვის არც ნაცებს დაუშავებია არაფერი საერთოდ, თუმცა სხვა ადამიანებს უჭურდათ გაუსაძლისად, განსაკუთრებით ვისაც ჩვენ ვიცავთ მათ, ამიტომ მხოლოდ საკუთარი კონფორტის ზონით ტკბობა არ არის ადამიანობა.
ყველა პატიმარი გაუსაძლისად ცოდვაა, მიშაც და მე მინდა, რომ გათავისუფლდეს, გულწრფელად მინდა, მაგრამ კატეგორიულად უნდა აიკრძალოს მისი პოლიტიკური საქმიანობა, რაც გაიარა ხალხმა სტრესი ისიც ეყოფა.
გაუსაძლისად მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხალხი, ჩემი ჟანგბადი ქალაქი და ნამდვილად არ მინდა ქართველებს, ზოგადად ადამიანს ვინმე აწვალებდეს, ცემდეს ან ცუდათ ექცეოდეს.
არ არსებობს ადამიანზე დიდი ღირებულება სამყაროში, ამიტომ მიყვარს ,,ქართული ოცნება”, რაც არ უნდა გავბრაზდე და ვაპროტესტო ცალკეული საკითხები, სიყვარული ხომ სიყვარულია….”
კომენტარები