საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 24 თებერვალს უკრაინამ სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, საქართველოს დელეგაციაც მიიწვია, თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” წასვლაზე უარი თქვა და განაცხადა:
” დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ
როცა უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როცა პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს.
ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ, მათ შორის, ევროპულმა ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ, როცა უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ, თქვენც შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში ბავშვების და ა.შ. და შემდეგ დაამატეს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ბუნებრივია, ეს ურთიერთობა არ ტოვებს სივრცეს, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ“
წყარო – ინტერპრესნიუსი
კომენტარები