ბესო ზანგურს ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს.
რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი მსახიობ ბესო ზანგურის მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებას ეხმიანება და აცხადებს, რომ წლების წინ თავადააც იყო მომსწრე, თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ზანგური თავის შეყვარებულ გოგოს.
“დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!”
კომენტარები