ბიზნესმენი ჯონი გიგანი:
„ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში გააქრო კანონიერი ქურდის ბოგინი და ხალხმაც შვებით ამოისუნთქა, თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნო.ახლა სწორედ ამდაგვარი კანონი უნდა მივიღოთ „საბოტაჟნიკებზე“ და მოღალატეებზე.მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვისაც ეს სტრატეგიული ფუნდამენტური კანონი არ გვაქვს, რა თქმა უნდა თვალის ამხვევი და საჩვენებელი ფუტლიარი ამ მიმართულების კანონი გვაქვს. ამიტომაც არ არის ქვეყნის საშველი?!.ამ კანონის მიღებით და ამოქმედებით საქართველო რუსული სპეც-სამსახურების მარწუხებისგან და კორუფციისგან დაიწყებს გათავისუფლებას.ეს იქნება ქვეყნის სრული თავისუფლების გარანტია.კრიზისიდან მნიშვნელოვანი გამოსავალი, რა თქმა უნდა, სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმაა. ამას ემსახურებოდა მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება და ივანიშვილ-პუტინის ციხეში ჩაჯდომა.მიშამ თავისი პრეზიდენტობის დროს ვერ მოასწრო ეს კონკრეტული რეფორმები;სააკაშვილმა კარგად იცოდა, რომ მისი დაპატიმრება გარდაუვალი იყო პუტინის ბრძანებით.9 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერცერთი ამ რეფორმათაგანი ვერ და არ გააკეთა. ეს რეფორმები ევროკავშირის რეკომენდაციის 12 პუნქტშია გაწერილი. ეს რეფორმები არის ქვეყნის ეკონომიკური აყვავების და თავისუფლების გასაღები.ეს გახლავთ მიზეზი, რატომ არ მიდის რეფრომების გზით ევროპისკენ ოლიგარქ ივანიშვილის ხელისუფლება.ეს რეფორმები გააქრობს და ალაგმავს რუსულ „კლასტერს“ საქართველოში. ეს კი ივანიშვილის გეგმებს ხელს უშლის. დიახ, სეთური- სოფლის მამა მარჩენალი ივანიშვილი არასდროს არ გააკეთებს ხალხისთვის სასიკეთო სისტემურ რეფორმებს.ეს ეწინააღმდეგება ოკუპანტი რუსეთის საერთო ზრახვებს საქართველოს ხელში ჩასაგდებად.აი, სად ვართ „გაჩხერილები“ ევრო კავშირში შესვლის ბოლო ეტაპზე და რა ისტორიულ შანსს ვკარგავთ!ამ ისტორიული პერსპექტივას მილიონობით თავისუფლების მოყვარე ქართველის სიცოცხლე შეეწირა.“
კომენტარები