“პირველებთან” ამერიკის მიერ ძებნილი რუსი პროპაგანდისტი ალექსანდრ მალკევიჩი ადასტურებს, რომ საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა და ცესკოს გაცემული აკრედიტაციაც დამატებითი ბარიერების გარეშე მოიპოვა.
მალკევიჩი: მე ხომ ამერიკული სანქციების ქვეშ ვარ? რა არის ამ განცხადებაში სენსაციური? მე საქართველოს სანქციების ქვეშ ვიმყოფები, სომხეთის თუ აზერბაიჯანის?
“პირველები”: თქვენ უპრობლემოდ შემოგიშვეს საქართველოში, ისე, რომ სასაზღვრო სამსახურს ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს?
მალკევიჩი: ჩვეულებრივად, დამისვეს კითხვები, ჩემი ვიზიტის მიზნების შესახებ. მე, ეს მიზნები არ დამიმალავს. ჩამოვედი, რადგან გავაშუქო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, ეს აკრძალულია?
“პირველები”: თქვენ ასევე გქონდათ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაცია?
მალკევიჩი: დიახ, რა თქმა უნდა.
“პირველები”: როგორ მოგცეს აკრედიტაცია?
მალკევიჩი: ჟურნალისტს გაუკეთა აკრედიტაცია, საარჩევნო კომისიამ, რა არის ამაში უჩვეულო? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ოფიციალურად დარეგისტრირებულ ჟურნალისტს აქვს თანაბარი უფლება. დიახ, ვიყავი ცესკოში.
შეხვდით ოფიციალურ პირებს?
სხვადასხვა პირებს შევხვდი.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
კომენტარები