„ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მათივე ინიციატივით დასრულებულია, ჩვენ სხვა რეჟიმზე გადავედით, – ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობიხიძე უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეთავაზებას დიალოგის გაგრძელების თაობაზე.
„ქართული ოცნება“ მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის, მას მოლაპარაკება და დიალოგი არ უნდა შეთანხმებისთვის, მას დიალოგი უნდა მხოლოდ იმისათვის, რომ დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ ვლაპარაკობთ. ბუნებრივია, ამ ფუფუნების საშუალებას „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ვერ მივცემთ. დასრულებულია „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მათივე ინიციატივით. ჩვენ სხვა რეჟიმზე გადავედით. გადავედით რეჟიმზე – არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია არამარტო დავამარცხოთ, არამედ, ზოგადად, გავანადგუროთ როგორც ჭირი ქართული სახელმწიფოსთვის. ეს არის პირადად ჩემი დამოკიდებულება მამუკა მდინარაძის შეთავაზების მიმართ“
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უმრაველობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დაბრუნება შესთავაზა.
კომენტარები