წელს საზოგადოებას, დიდ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე, უარის თქმა მოუწევს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„წელს კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება გულისხმობს, რომ თავი უნდა შევიკავოთ ჩვენი ზოგიერთი ძალიან კარგი ტრადიციის აღნიშვნისაგან, რაც ქართველებს და არამარტო ქართველებს გვაქვს.
განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები, ალბათ წელს ამაზე უარის თქმა მოგვიწევს.“
კომენტარები