„ვისოლ ჯგუფი“ უკრაინის მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
უკრაინის საელჩოს რეკომენდაციით, „ვისოლმა“ საძილე ტომრები და სხვა თერმო აქსესუარები შეიძინა უკრაინაში, თავშესაფარში მყოფი ადამიანებისთვის. „ვენდიმ“ და „დანკინმა“ „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს კვებისთვის ვაუჩერები გადასცა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებული „სმარტი“ კი კვებით უზრუნველჰყოფს უკრაინიდან დევნილ მგზავრებს, რომლებიც პოლონეთი-საქართველოს ავია რეისებით საქართველოში ყოველდღიურად მოფრინავენ.
“ჩვენი ძალისხმევა მცირედი დახმარებაა, რითაც გვსურს მათ მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ და ვაგრძნობინოთ, რომ მათ გვერდით ვართ და ვიქნებით. „დიდება უკრაინას!“, – აცხადებენ ჯგუფში.
კომენტარები