ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
“მოკლედ, დიდი ამბავი ყოფილა პოსტვ–ში–შალვა რამიშვილს და ბ–ნ ვიქტორ ჯაფარიძეს უჩხუბიათ. შალვამ, მე ჰემინგუეი მირჩევნიაო ფოლკნერს. ბ–ნმა ვიქტორმა, ეგ რანაირადო? შალვამ – ეგ კაცი მინიმალიზმის კვინტესენცია იყო და მაგიტომო. ბ–ნ ვიქტორს უთქვამს, როგორ შეიძლება მინიმალიზმი ეპიკურობას ჯობდესო, მე ფოლკნერის ექსპერიმენტულ ელიპტურობაზე ვაფრენო. შალვამ მაგის ცნობიერების ნაკადების ამოფრქვევასაც გავკარიო, ჰემინგუეის გმირები მთელ მსოფლიოს ედებოდნენ და შენი ფოლკნერი კიდევ ჩაკეტულ სამყაროს ვერ გაცდაო. ბ–ნმა ვიქტორმა, ეგ შენი ჰემინგუეი ლოთი იყოო. მომკვდარა შალვა სიცილით, ვისზე ამბობ, ფოლკნერზე ლოთი რანაირად იყოო. მოკლედ, უჩხუბიათ მაგრად. გურის გაუშველებია–რა ფოლკნერი, რა ჰემინგუეი. ნიცშე და მორჩაო! გამიხარდა ძალიან, რომ ეს შესანიშნავი პროექტი გადარჩა და ბ–ნი ვიქტორი და შალვა თანამებრძოლებად დარჩნენ.”
კომენტარები