ეკონომისტი დემურ გიორხელიძე:
„ახლა რაც მესმის ტელევიზიით, არის
დემაგოგია, თან უ ს ი რ ც ხ ვ ი ლ ო დემაგოგია!
მაშინ, როცა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიუთითებს ა შ კ ა რ ა დ საშიშ რამეზე:
საზოგადოება გახლეჩილია სამ ნაწილად!
ეს “ნაც/ქოც” ხროვა – ორი ნაწილია, და
მესამე – ეს 50%-ზე მეტი ადამიანია, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე და ორივეს მკაფიოდ უთხრა, რომ არ იმსახურებენ ხმის მიცემას!
ეს საშიში სიგნალია და
პრიმიტივი წარმომადგენლები “ოცნებისა”
თავისი გაუნათლებელი პრიმიტივიზმით დემაგოგობენ,
რომ ნაციონალურმა მოძრაობა, – რომელოც 9 წელია კვება, მოაძლიერა და ფეხზე დააყენა ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ “ოცნებამ” – დავამარცხეთ და მალე სანაგვეზე გავუშვებთო!
დიდი ბოდიში, მაგრამ თავად ხართ პომიდვრები თუ ჩვენ გვთვლით პომიდვრებად?!
მაქსიმალური სხვაობა პროცენტებში, უმნიშვნელოა, თქვენსა და ნაცების კანდიდატებს შორის, რაც
დაპირისპირების გამძაფრებაზე მითითებს!
რა სანაგვეზე უშვებთ?!
ერეკებით?!
ამდენ ხალხს რას უშვებით?!
თუ არ იცით, რომ 2024 წლისთვის ეს გახლეჩილი საზოგადოება კიდევ უფრო გახლეჩილი და დაპირისპირებული იქნება!
რა მოიგეთ?!
რას გააკეთებთ?!
რა გააკეთეთ, გარდა იმისა, რომ დაკარგეთ ხალხის დამოკიდებულება და დაპირისპირება გაამძაფრეთ!
ეს რას ნიშნავს, გესმით?
ახლა სიმშვიდე გნებავთ, რომ აწყობილი ფულის საკეთებელი “სტანოკი”, რადაც სახელმწიფო აქციეთ, გაგრძელდეს და კვლავ კორუფციაში გადაეშვათ 3 წელი, თან ყოველდღე იძახოთ, არიქა, ნაცები დამნაშავეებია და ჩვენ თუ არ ვიქენით, დაიღუპება ქვეყანაო!
ქვეყანა დაღუპის პირას სწორედ ნაცებისა და ოცნების გამოისობით მივიდა! ქვეყნის ფეხზე დაყენება შესანიშნავად შეიძლებოდა და მივიღეთ ის, რაც გვაქვს!
მარადიული გგონიათ თავი ხელისუფლებაში.
თუ რაც დიდხანს იქნებით, მეტ ფულს გააკეთებთ?!
მეტი ჭკუა არ გაქვთ?!
ეს შეგრჩებათ?!
ვის შერჩენია რეალურად?! თქვენ შეარჩინეთ, თუ ვინმეს შერჩა!“
კომენტარები