დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააანონსა. მათ შორის, დაახლოებით $73 მილიონის საქონლის აკრძალვა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) დღეს გამოაცხადა, ახალი ეკონომიკური, სავაჭრო და სატრანსპორტო სანქციები, რომლებიც კრძალავს ბელარუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. ამასთან ბრიტანეთი ნავთობგადამამუშავებელი საქონლის, მოწინავე ტექნოლოგიური კომპონენტებისა და ფუფუნების პროდუქტების ექსპორტის აკრძალავს.
სანქციები ძალაში შევა სამშაბათს და ასევე აუკრძალავს ბელარუსულ კომპანიებს ვალების და ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ლონდონში.
ცნობისთვის, მანამდე დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ბელარუსის რამდენიმე მოქალაქესა და კომპანიას.
კომენტარები