უკრაინის უმაღლესმა რადამ, სახალხო დამცველს, ლუდმილა დენივას უნდობლობა გამოუცხადა 234 ხმით და უფლებამოსილება შეუჩერა.
ინიციატორი იყო პრეზიდენტ ზელენსკის პარტია ხალხის მსახური. მის მიმართ პრეტენზიცები ასე გამოიყურება:
- ლუდმილა დენისოვამ მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სექსუალური დანაშაულების, ბავშვების გაუპატიურებების მრავალ საქმეზე და ამით ზიანი მიაყენა უკრაინას.
- არ იყო აქტიური ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობასა და ტყვეების გაცვლის პროცესში
- 24 თებერვლის შემდეგ დიდი დრო გაატარა საზღვარგარეთ
კომენტარები