„ჭავჭავაძის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი
“ირაკლი კობახიძე: “ამ ეტაპზე, უპირატესობა აქვს რუსეთს”.
ბრიტანეთის დაზვერვა: “რუსეთი ყველაზე მეტ დანაკარგს განიცდის შეჭრის პირველი კვირის შემდეგ.”
ირაკლი ღარიბაშვილი: “ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, ეს შემაშფოთებელია.”
უკრაინის ხელისუფლება: “მოლაპარაკებები გაიმართება მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს.”
დიდი განსაცდელის ჟამი გვიდგას – ქოციანობა და კონფორმიზმი პიკშია, სინდისზე საზოგადოებრივი მოთხოვნა უბრალოდ არ არსებობს… მაგრამ ისტორიული კანონზომიერებაა – და სრულიად გარდუვალია – რომ ქართველები და უკრაინელები გაიმარჯვებენ, ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად, რუს-ქოცი კი დამარცხდება. მთავარია, როგორც უკრაინელის კოლექტიურ მეხსიერებაში ჩაიბეჭდა რუსის ბოროტი არსი, ისე ჩაიბეჭდოს ქართველის კოლექტიურ მეხსიერებაში ქოცი, როგორც 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძე – როგორც ლაქა, რომელიც უნდა ჩამოვირეცხოთ და გამოვისყიდოთ, კარგი მეხსიერებით“
კომენტარები