თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
,,ორი სიტყვა დღევანდელო სასამართლოზე:
1. პრეზიდენტი არ არის ვალდებული სასამართლოში მივიდეს; არაფერი მას არ ავალდებულებს, კონსტიტუციური ჩანაწერით, ის “ხელშეუვალია”, ანუ იძულებით ვერ მიიყვანენ სასამართლოში; რა თქმა უნდა შეუძლია მივიდეს, მაგრამ მხოლოდ თუ თავად ასე თვლის საჭიროდ;
2. ვიცი, რომ კაბახიძე ყველაფერს იკადრებს ამ იმპიჩმენტისთვის, ვინაიდან ამ მომენტისთვის სრული გარანტია აქვს, რომ სწორედ ის იქნება ახალი პრეზიდენტი, ამიტომ მორიგ ჯერზე გაგვაკვირვებს ოცნება ამ პროცესში;
3. ველოდები განსხვავებულ აზრებს, იმედი მაქვს ასეთ(ებ)ი აუცილებლად დაიწერება. იმედი მაქვს – ების, და არა მხოლოდ ერთი მოსაზრების;
4. დიდი გოგო ვარ და არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო გაუძლებს ზეწოლას, მაგრამ მაინც ველოდები განსხვავებულ აზრებს.
5. და კიდევ , პარლამენტში კენწისყრა ღიაა და ამ სისულელეზე ნუ წამოეგებით ხოლმე :(”
კომენტარები