“დიდი იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი შემხვდება, თუ არადა ჩავთვლი, რომ დიდი ხიფათის ქვეშ არის ეს ადამიანი”, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე სურს თუ არა ივანიშვილთან საუბარი იმის შესახებ, რომ უსამართლოდ მოხდა მისი პარტიიდან გარიცხვა, კუხიანიძემ უპასუხა – “რა თქმა უნდა”.
“ბიძინა ივანიშვილს აქვს ნათქვამი ფრაზა – სახელმწიფო ვერ განვითარდება, თუ საზოგადოებაში არ მოხდება თვითორგანიზაცია. ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას სამართლიანად და არის დამაარსებელი, გამარჯვებული პარტიის ლიდერი. ის გვეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი სისტემები მართავს ამ ქვეყანას, მას მაინც არ უწერია განვითარება, თუ რაღაც თვითორგანიზაცია არ მოხდებაო. მინდა, რომ ბატონი ბიძინას ამ თემებზე დაველაპარაკო. თვითორგანიზაცია არ არის 200 კაცის აზრი. ეს არის ადამიანების გაერთიანება რაღაც იდეის გარშემო, რომელიც ქმნის რაღაც ძალას ამ იდეის განსახორციელებლად”
შეგახსენეთ, რომ ერეკლე კუხიანიძემ ივანიშვილს, ჩვენი გაზეთის მეშვეობითაც სთხოვა შეხვედრამ, მანამდე წერილიც მიუწერია!
ალია
კომენტარები