პიანისტი, ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომლის გადაცემა ,,სთორი” ,,ფორმულაზე” დაიხურა, სოციალურ ქსელში წერს:
“დიდი ხნის ნაფიქრი გადაწყვეტილება… ჩემო საყვარელო მეგობრებო, რა თქმა უნდა “სთორი” სულ მალე დაგიბრუნდებათ, თანაც კიდევ უფრო საინტერესო ფორმატით. მაგრამ ეს ახალი ამბავი არ არის.
ახლა მინდა გაგახაროთ ისინიც, ვინც როგორც პიანისტს მგულშემატკივრობდით. მივხვდი, რომ მუსიკის გარეშე ჩემმა ცხოვრებამ ბევრი მკვეთრი ფერი დაკარგა… სწორედ ამიტომ ივნისში შევხვდებით ჩემს მუსიკალურ საღამოზე… მიყვარხართ…”
კომენტარები