გიული ალასანია მადლობას უხდის პოლონეთის პრემიერსა და პოლონელ მედიკოსებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართვისთვის და ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმეა
„ძალიან ბევრი საათი გაატარეს, ყველაფერს აქ ვერ გააკეთებდნენ, რაღაც რეკომენდაციებიც გასცეს ალბათ. წერილობითი ფორმითაც წარმოადგენენ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, პირველ რიგში, მატეუშ მორავეცკის, ვისი თამადობითაც მოხდა ეს ყველაფერი. მთელი ევროპა დადგა ფეხზე, ძალიან ბევრმა ევროპულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ჩემს შვილზე სტატიები. ძალიან გამამხნევებელი იყო პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი განცხადება, რომელმაც ქართველ ხალხს ბრძოლისკენ მოუწოდა. დღეს მაგალითად, სისხლის გადასხმას აპირებენ, ვერ არის ფორმაში.”
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებიც ვივა მედში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდნენ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას. როგორც ცნობილია, მედიკოსების დასკვნა საჯაროდ არ გამოქვეყნდება.
კომენტარები