ე,წ, წულუკიანის კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ალეკო ტაბატაძემ მამუკა ყურაშვილს შემდეგი შეკითხვა დაუსვა.
“ჯარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ დროინდელი პრეზიდენტი, მთავარსარდალი, გაიქცა და ვერც გაიგეს, საიდან გაიქცა. მერე აღმოჩნდა ის ცნობილი კადრები, რომ თავის დაცვას გაექცა, ამან რა მდგომარეობა მოახდინა ჯარის სულისკვეთებაზე, როცა თავის უმაღლეს სარდალს გაქცეულს, შეშინებულს და დამფრთხალს უყურებენ? პირადად, თქვენი პოზიცია მაინტერესებს, როგორც გენერლის“
მამუკა ყურაშვილი:
–სულისკვეთება არ ამაღლდება, მაგრამ მერწმუნეთ, ბატონო ალეკო, რომ მოქმედ ქვედანაყოფებს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იყვნენ, იმის ფუფუნება არ ჰქონდათ, რომ ეს კადრი [ენახათ]. თუ არ ვცდები, ეს საომარი მოქმედებების მერე იყო. პირადი მაგალითი ყოველთვის არის უმნიშვნელო – არიან მეთაურები, რომლებიც იძახიან „წადი“, არიან მეთაურები, როლებიც იძახიან „მომყევით“. ეს იდეალური შერწყმა არის, რომლებიც მეთაურს ორივე აკავშირებს.
თეა წულუკიანი:
–როგორ დაახასიათებდით ქვეყნის მაშინდელ მთავარსარდალს, ეს იყო მთავარსარდალი „წადით“, თუ ეს იყო მთავარსარდალი „მომყევით“?
ყურაშვილი:
–„მომყევით“, რადგანაც მიხეილ სააკაშვილი სოფელ ტირძნისში იყო ჩასული.
წულუკიანი:
– მტერი მიჰყვა მაგას.
ყურაშვილი:
–დიდი მადლობა, რომ საერთოდ ასეთი ობიექტურები ხართ და ხვდებით ყველაფერს. აი, დიდი მადლობა თქვენ, ქალბატონო თეა და მეც კიდევ, ბოდიშს ვიხდი, რომ რაღაცნაირად გამოვედი ბატონ სოზართან და ყველასთან… ხომ მიმიხვდით…
კომენტარები