დიდი მადლობა, უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, – ამის შესახებ აქციის „მოვდივარ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გია გაჩეჩილაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს. რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა. და ჩვენ ვიცით თუ რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე. მაინც მშვიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ზუსტად იმ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც ასე დავიმსახურეთ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
,,იმედინიუსი”
კომენტარები