“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ Girchi TV-ის ეთერში ისაუბრა ზურაბ ჯაფარიძე “გირჩი – მეტი თავისუფლების”, “დროასა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობაზე და განაცხადა:
“შარშან ივნისიდან მოყოლებული ბევრ დროს ვუთმობდი, რომ ოპოზიციურ ფლანგზე რაღაც დიდი ერთობა შექმნილიყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვების ფორმულა მაინც ის მგონია, რომ აქეთ ფლანგზე მოხდეს რაღაც დიდი კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ესეთი ტიპის სისტემების დამარცხება სხვანაირად ძალიან რთულია. ამას სხვა ქვეყნების ემპირიული გამოცდილებაც აჩვენებს, მაგრამ მოცემულობა ისეთია, რომ ახლა მაგის პირობები, რომ რაღაც ეგეთი ტიპის დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაგ საკითხს დავუბრუნდეთ მომავალ წელს და მანამდე მეტი ძალისხმევა გავწიოთ იმისთვის, რომ “გირჩი – მეტი თავისუფლება” განვითარდეს.
ჩვენ როცა ვლაპარაკობთ დამოუკიდებელ თამაშზე, ეგ არ ნიშნავს, რომ რაღაც პროცესებზე არ გვექნება კოორდინაცია, მათ შორის იგივე დროასთან და სტრატეგიასთან. საკითხები, რომლებიც ეხება ევროკავშირში ინტეგრაციას და სტატუსის მიღებას, ამაზე ვიყავით ჩვენ შეთანხმებული და ეს შეთანხმება ისევ ძალაშია. ან როცა ეხება უკრაინის თემას, ჩვეულებრივად გვექნება კოორდინაცია, როგორც აქამდე გვქონდა”
კომენტარები