პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი:
„Freedom House-ს ანგარიში ნათლად ასახავს ბოლო ორი წლის მიზანმიმართული დემოკრატიული უკუსვლის შედეგებს – ავტორიტარულ მმართველობას და შეცვლილ საგარეო კურსს. დღითიდღე ცხადი ხდება, რატომ თქვა უარი ხელისუფლებამ ყველაფერ დემოკრატიულზე – იმიტომ, რომ ავტოროტარული მმართველობა, რუსეთის ქვეშ, არის ოცნების ძალაუფლების ერთადერთი წყარო.
მნიშვნელოვანი უკუსვლაა ყველა კომპონენტში – მედიის თავისუფლების ხარისხით დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხით დამთავრებული. სასამართლოში უკანონო გავლენებზე დაფუძნებული მმართველობაა; კვლავ გადაუჭრელია ღრმა სტრუქტურული პრობლემები საარჩევნო მიმართულებით; ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ელიტური კორუფციაა – ეს მიმართულებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც ხელისუფლებამ 2022 წლის შემდეგ, 2023 წელს, ამ მხრივ, კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება – სასამართლოს დამოუკიდებლობის მცირედი კარი გამოხურა; ცესკოს საკანონმდებლო დონეზე იქვემდებარებს; ქოლ-ცენტრების გამოძიებაზე უარს ამბობს, რის გამოც დიდი რაოდენობით კორუფციული ფული მიედინება პოლიტიკაში.
მთავარი ამოცანა ქვეყნის დემოკრატიულ, დასავლურ რელსებზე დაბრუნებაა, რაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით არის შესაძლებელი. ამიტომ უნდა დავიცვათ ამ ცვლილების ერთადერთი მშვიდობიანი და დემოკრატიული გზა – არჩევნები.“
კომენტარები