გადამწყვეტი არჩევნების წინ “ქართულ ოცნებას” მაღალჩინოსნები ერთ-მეორის მიყოლებით ტოვებენ. ამჯერად “ოცნება” გურიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, გიორგი ხავთასმა დატოვა. ინფორმაციას წასვლის შესახებ თავად ხავთასიც ადასტურებს. “ქართული ოცნებიდან” წასვლის მიზეზად პარტიის ყოფილი წევრი საკადრო პოლიტიკას ასახელებს .
გიორგი ხავთასი “სახალხო პარტიაში” გადაინაცვლებს.
მთავარი მიზეზი ერთ-ერთი არის ის საკადრო პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს “ქართული ოცნება”. ის, ნაცზონდერები, რომელსაც ვებრძოდით 2012 წელს, ისევ არია წამყვან პოზიციებზე. ჩვენ გადავდივართ სოსო გოგაშვილთან “სახალხო პარტიაში”, – ამბობს ხავთასი.
“სახალხო პარტიას” ასევე, რუსთავის საკრებულოს თავმდჯომარე, ლევან ონიანიც უერთდება. პარტიიდან წასვლის მიზეზად ისიც საკადრო პოლიტიკას ასახელებს.
კომენტარები