საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი:
“მოგესალმებით! აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და მომიტევეთ, რომ ისეთი ამაღლებული განწყობის პოსტი არ გამომივა დღეს! ჩვენი გმირი მებრძოლები გია ბერიაშვილი და დათო რატიანი ჩამოასვენეს დღეს გამთენიას! დიდება მათ! მადლობა მათ!
ამ მძიმე ემოციასთან ერთად ერთგვარი სიმშვიდის და სიამაყის განცდაც გამიჩნდა! ღირსეულად დახვდა სამშობლო, ქართველი ხალხი ჩვენს გმირ ბიჭებს!
რაც შეეხება ჩვენს ძმებს უკრაინელებს, ომის დაწყების გამოცხადებიდან 1 თვის თავზე მარიუპოლი, კიევი და ყველა დიდი ქალაქი დგას, თან რა მაგრად დგას! ირპენი გათავისუფლდა, ბუჩაში და ჰოსტომელში მომხრჩვალი ჰყავთ ჩვენებს ფაშისტები! კიევიდან სერიოზულად შორს გადევნეს მტერი! მარიუპოლში კვლავ მიდის ბრძოლები! გუშინ რამზანდონის მთელი დაჯგუფება დატოვეს სამუდამოდ ჩვენებმა! ტყვედ ჩავარდნილ რუს ფაშისტებს კიდევ სულ “პუტინ ხუილო” აძახებინეს! გუშინდელ ჩამოგდებულთა ახალი კოლექციაც შთამბეჭდავია: განადგურებულია 7 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 1 დრონი და 2 რაკეტა! ტვირთი 200-ების ანგარიშიც მიდის და მიდის ომიკრონით ლიწინ ლიწინით! პენტაგონის ცნობით, მოკლულიან, დაჭრილიან, ტყვედ ჩავარდნილიანად 40 ათასი რაშისტი ფაფუ! ერთი 0 მიმეწეროს მალე მაგ ციფრისთვის!
როგორც ვამბობდი, ლუკაშა შავ დღეშია! აწი სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეიძლება გათხარო(ნ)! პარდონ ფორ მაი ფრენჩ!
ზელენსკი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია! პუტინი ბუნკერშია! შოიგუ მალვაშია! ჩუბაისი “ბეგებშია” ასეა და ასე იქნება ეს ამბავი აწი სულ უფრო მეტად!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!
…
უფ ერთი მაგარი ახალი ამბავი მაქვს: ბერდიანსკში ჩვენებმა პირობა შეასრულეს: დიდი რუსული სადესანტო კარაბლი გაუშვეს ნახუი! სიტყვა საქმიანი ამას ჰქვია!”
კომენტარები