„ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა:
“რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სისხლის სამართლის საქმეებზე და საააკაშვილისათვის წაყენებული ბრალის სამართლიამობაზე, მოცემულობა ასეთია: არც ერთი ქვეყანა რუსეთის გარდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს დამნაშავედ არ მიიჩნევს. 8 წლის განმაცლობაში მან ნახევარი მსოფლიო შემოიარა და ხვდებოდა ამ ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებს.
საერთაშორისო საზოგადოება და ინსტიტუტები არ ენდობიან ქართულ სასამართლოს. დასკვნები ცნობილია. სააკაშვილი ითვლება პოლიტიკურ პატიმრად. ვის მოსწონს ეს და ვის არა, მნიშვნელობა არ აქვს.
მიშას ჯანმრთელობის დამძიმება ამ ხელისუფლების მდგომარეობას პირდაპირპროპორციულად ამძიმებს. ბიძინა ივანიშვილი არ არის პუტინი და არც სააკაშვილია ნავალნი. დიდი შარის სუნი მცემს. ეჭვი მაქვს ქალბატონ პრეზიდენტს მოუწევს აღიარება, რომ არასოდეს უნდა თქვას- არასოდეს.”
კომენტარები