საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. გადაწყვეტილება პარტიამ დღეს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.
“პირველების” ინფორმაციით, დიდი შეკრება 13 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართება, მანამდე კი რეგიონალურ ოფისებს ხალხის მობილიზება დაევალათ. ამასთანავე, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არჩევნებში გასამარჯვებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით იბრძოლებს.
ჩვენ ვიწყებთ საქვეყნო მობილიზებას მოქალაქეებისას ორი ძირითადი მოთხოვნით, რომელიც უკავშირდება მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს. ამასობაშ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის აბსოლუტურად ერთსულოვანი გადაწყვეტილება ენმ-ს პოლიტსაბჭოსი, რომ შევდივართ მეორე ტურში და მეტიც, ვიბრძვით გამარჯვებისთის. ჩვენ მოვიგეთ ყველა დიდი ქალაქი და ახლა მნიშნელოვანია, რომ გამარჯვება გავიფორმოთ ბოლომდე, – განაცხადა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.
კომენტარები