სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი:
“არ მგონია, რომ ხაბეიშვილის გამარჯვებით ენმ-ის რეიტინგი მკვეთრად დაეცემა. დაეცემოდა, ენმ მართლა პარტია რომ ყოფილიყო, მაგრამ ნუ გავიწყდებათ, რომ ის არის არა პარტია, არამედ ერთი ადამიანის მხარდამჭერთა ჯგუფი და ეს ასე დარჩება.
მთელი ეს შიდა არჩევნებიც იყო არა რამე პოლიტიკური კონკურენცია პოლიტიკის ფართო გაგებით, არამედ რამდენიმე “ბეტას” მიერ იმ ერთის სახელით საუბრისთვის ბრძოლა. ძირითად სურათში არაფერი იცვლება.
ისე, დიდი უსამართლობა დატრიალდა მელიას თავს. კაცმა ეგ პარტია ყველაზე უარეს პერიოდში ატარა და რეიტინგში ზრდა დაუბრუნა. თუმცა ზუსტად ლიდერობის ამბიციის გამოვლენა არ აპატია სექტამ და ამ თვალსაზრისით საიმედო “ბეტა” აირჩია.”
კომენტარები