პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მცირე სახელმწიფოს იდეის, “უხილავი ხელის” კრიტიკა და ნათია თურნავას მინისტრად წარდგენა ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებია.
ეს იგივეა, რომ გამოაცხადო დიეტაზე გადასვლა და თან თეფშზე სამი “ბიგ მაკი” გადმოიდო.
როდესაც შენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ემთხვევა, ერთმანეთს გამორიცხავს არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებ …”
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტროს კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში აქტიურად უნდა ჩაერიოს და ეკონომიკის განვითარება ე.წ. უხილავ ხელზე არ უნდა იყოს მინდობილი:
“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ უკვე 30 წელია. მე ვახსენე სიტყვა გარღვევა და ამ გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით. ვფიქრობ, რომ სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითია სუსტი, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად შეიძლება ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც ქვეყანაში და მსოფლიოში დღეს არის შექმნილი. ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა”
კომენტარები